17:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 12:47:15, 679 ნახვა

რეგიონი
დაკვამლიანების გამო რიკოთის გვირაბში მოძრაობა 20 წუთით შეიზღუდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში მოძრაობისას, გაუმართავი ავტობუსის მიზეზით გამოწვეული დაკვამლიანების გამო, ხილვადობა  ძალიან დაბალი იყო და უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 20 წუთით შეჩერდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურმა, შემდგომი რეაგირებისთვის  ფაქტის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს აცნობა. 

ამ ეტაპზე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში პრობლემა აღმოფხვრილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოუწოდებს მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics