13:35 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 18:37:13, 1199 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მოქალაქე, რომელიც აქცვიის მონაწილე არ არის, სცენასთან მივიდა და აქციის ორგანიზატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს მოუწოდეს, პროვოკაციას არ აყვნენ. ასევე მოუწოდეს სამართალდამცველებს, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია უზრუნველყონ.

„რომ იცოდეთ აქ არის მოსული ვიღაც ადამიანი, რომელიც გვაგინებს, სწორედ ამიტომ ხდება ეს პატარა დაპირისპირება. მოგიწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ აყვეთ პროვოკაციას. ასევე მოვუწოდებ სამართალდამცველებს, მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოახდინონ და არ დაუშვან, რომ პროვოკაციებით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდნენ“, - განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა.

ამასთან, ორგანიზატორების ტრიბუნასთან ერთ-ერთი ქალბატონი იყო მისული, რომელიც ასევე არ არის აქციის მონაწილე. აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ მისთვის ტრიბუნა დაეთმოთ, თუმცა მანამდე ზემოხსენებული ინციდენტი მოხდა და შესაბამისად, მოქალაქეს სიტყვით გამოსვლის საშუალება ჯერ არ მიეცა.

ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი უკვე მეორე დღეა, 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის და პრემიერის გადადგომაა.

უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც განპირობებულია იმით, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“ კონტრაქციას მართავს. ქაშვეთის ეკლესიასთან გიორგი გაბედავა და „ქართული მარშის“ წევრები იმყოფებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics