11:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 13:04:17, 1452 ნახვა

საზოგადოება
ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა დატოვეს

ძიუდოისტებმა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ყრილობაზე მათი პრობლემების მოსმენა არ ისურვეს და მხოლოდ დასწრების სურვილი მისცეს.

”შევედით, ჩვენი პრობლემები დავაფიქსირეთ, არ იყო მოსმენის სურვილი და ამიტომ დავტოვეთ სხდომა.  მხოლოდ დასწრების უფლება მოგვცეს”, - აღნიშნა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ძიუდოისტები ფედერაციის ყრილობაზე მცირეოდენი წინააღმდეგობის შემდეგ შეუშვეს. ყრილობას ესწრებოდნენ ეროვნული ნაკრების წევრები - ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი და მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი. ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
თიბისი ტექსკოლა - ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერს დაარტყა, არის მსხვერპლი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics