01:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 10:22:08, 1684 ნახვა

სამართალი
გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა

საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში,  გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. ავიარეისის დაგეგმვა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო  დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი  კოორდინაციით  განხორციელდა.

აღნიშნული მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამავე რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა.

დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან  თანამშრომლობას აქტიურად  განაგრძობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics