|
2018-05-09 14:01:59, 1713 ნახვა
საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილი N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა. ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ჭადრაკი ითამაშა, მათ ქართული ჭადრაკის ისტორია გააცნო და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა. მსოფლიო ჩემპიონმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლებს და მოისმინონ მათი საქმიანობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მოჭადრაკეს მსჯავრდებულებმა ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს. შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოცილიზაციის ფარგლებში განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)