00:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 12:56:30, 1574 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე მთავარი გამომძიებელი დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა.

დღევანდელ პროცესზე საქმის მთავარი გამომძიებელი დაიკითხება. ასევე, დაგეგმილია ორი თვითმხილველის დაკითხვა, რომელიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„ბრალდების მხარე დაკითხავს მოწმეებს. მათ შორის საქმის მწარმოებელი გამომძიებელი იქნება, რომელმაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიების ეტაპზე. გარდა ამისა, დაიკითხებიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებმაც უშუალოდ იხილეს ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენები“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებებიც გამოიტანონ, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ტანსაცმელი.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics