|
2015-05-24 10:54:39, 463 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალური ეტაპი იწყება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტ„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალური ეტაპი დღეს, 12:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებულები კი ხვალ გამოვლინდებიან. პროექტის პირველ ეტაპზე, 20 აპრილიდან მაისამდე, თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა 7-კაციანი გუნდი, რომლებიც 5 ჯგუფში სპეციალურ კენჭისყრაზე განაწილდნენ. ვიქტორინას, რომელიც ეროვნულ არქივში 24 და 25 მაისს ჩატარდება, სპეციალური ჟიური შეაფასებს. პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიასშეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტოდა კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას დამათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)