21:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 11:36:58, 1720 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 3 პირია დაკავებული

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადება გააპროტესტეს. როგორც მათ აღნიშნეს, კილაძის განცხადებიდან ჩანს, რომ კომიტეტი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღნიშვნას აღარ აპირებს იმის მიუხედავად, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სოფო კილაძე სისტემატიურად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და მისი გადადგომა მოითხოვეს.

აღნიშნულის შემდეგ, აქციაზე მოქალაქეთა ჯგუფი მივიდა, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები.  მათ აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც პოლიციამ 3 პირი, მათ შორის ფალავანდიშვილი დააკავა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics