2018-04-20 18:37:08, 2372 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებების დროს 83 ადამიანი დაშავდა
ღაზას სექტორში ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებების შედეგად 83 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, 40 დაშავებულისა და 2 გარდაცვლილის შესახებ.
პალესტინელების თქმით, ისრაელის არმია მათ წინააღმდეგ ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს.
ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა. მოგვიანებით დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, შეტაკებების შედეგად პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა.
ავტორი: ,