19:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 13:30:03, 1464 ნახვა

საზოგადოება
კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას დედაქალაქის გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.

დედაქალაქის მერი მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „გარდენიას“ დამფუძნებელი, ზურაბ შევარდნაძე მოედნის გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.

„მარჯანიშვილის მოედანზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რაც კონკრეტულად აქ კეთდება. ყველამ კარგად იცით „გარდენია“, რომელიც გამწვანებით სამუშაოებს ახორციელებს. ეს ერთი ადამიანის კეთილი საქმეა და მისი ხელმძღვანელი, ქალაქს ამ საჩუქარს უკეთებს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვთხოვო, როგორც საახალწლო განათებების შემთხვევაში დაეხმარნენ ქალაქს, ისე გამწვანებით სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა - ერთად მოვუაროთ და გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი გამოგვეხმაურება, გამწვანებით სამუშაოებში ჩაერთვებიან და შევძლებთ, რომ დედაქალაქის არსებული იერსახე შევცვალოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძე იმედოვნებს, რომ გამწვანების სამუშაოებში მოსახლეობისა და ბიზნესის აქტიური ჩართულობა იქნება, რადგან მისი თქმით, საზოგადოებაში, ქალაქში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობის სურვილი დიდია.

„ვიცით, რომ ქალაქში ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ მათ გამოსწორებასა და რეალობის შეცვლას ერთობლივი ძალებით შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გამწვანების სამუშაოებში ჩართვისკენ თავად ზურაბ შევარდნაძემაც მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ მიმართულებას საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics