19:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 10:32:08, 1673 ნახვა

საზოგადოება
თბილისს ორი სპორტული ცენტრი შეემატება

დედაქალაქს ორი სპორტული ცენტრი შეემატება. თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ ვაზისუბანსა და ლილოს დასახლებაში ახლადაშენებული სპორტული ცენტრები დაათვალიერეს.

მერიის ინფორმაციით, ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსი 12 306 კვადრატულ მეტრს იკავებს და მოიცავს ხელოვნურ საფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობას და საშხაპეებს. ცენტრი 700 ადამიანს მოემსახურება.

ტანვარჯიშის დარბაზის მშენებლობა დასრულებულია ლილოს დასახლებაშიც. დარბაზი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. სპორტულ ცენტრში მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ბატუტის სპორტული სექციები ამოქმედდება. დასახლებაში, ასევე, მოეწყო ფიტნეს დარბაზი.

“დასრულებულია სარაგბო მოედანი. აქ პირველად დაიყარა ქართული კაუჩუკი, რომელიც ძალიან ხარისხიანია. დავათვალიერეთ, ასევე, ტანვარჯიშის დარბაზი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩვენ გავაგრძელებთ სპორტული კომპლექსების მშენებლობას სხვადასხვა რაიონში, რაც წლიური გეგმითაა გათვალისწინებული”, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

გარდა ზემოთხსენებული ორი ცენტრისა, დედაქალაქში მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. წელსვე დაიწყება კიდევ ერთი სპორტული დარბაზის და ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის  მშენებლობა.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების  ჩართვას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics