10:37 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:48:46, 1757 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი ბათუმის საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმზე მოიწვია

საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმავიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენმაშეხვედრაზე, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში შედგა.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი მაღალი რანგის თანამდებობის პირია საქართველოდან, ვინც ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრსშეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტვირთბრუნვისგაზრდაში აღმოუჩენს მხარდაჭერას. ასევე განხილული იყო ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის თანამშრომლობის მიმართულებები,განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა „სარტყელისა და გზის" გლობალური ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობაზე.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს გულთბილი დახვედრისადა ორმხრივად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მან ჩინელი კოლეგა 2018 წლის სექტემბერში, ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისოსაზღვაო ფორუმზე მოიპატიჟა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics