15:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 14:48:29, 1681 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანთან საქართველოში დაგეგმილი ახალი ინვესტიციები განვიხილეთ

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აბუ-დაბიში საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანს შეხვდა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შეიხის მიერ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ახალი სასტუმროების მიმართულებით.

„შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა საქართველოში ინვესტიციების გაორმაგება ჯერ კიდევ გასულ წელს, „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე გამოსვლისას დააანონსა. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული საუბარი საქართველოში ახალი სასტუმროების მიმართულებებით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია, რომლის ინვესტიციები რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღწევს. შეიხის მსხვილ ინვესტიციებს შორისაა „ტერა ბანკი" და სასტუმრო „ბილტმორი".

დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებთან და საემიროების წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საინვესტიციო ფორუმის გახსნით დისკუსიაში, სადაც  საქართველოს რეფორმებზე და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

ამასთან ერთად, პირველმა ვიცე-პრემიერმა დუბაის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გამართა, რომლის დროსაც საერთაშორისო ინვესტორების წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics