15:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 20:03:09, 2106 ნახვა

სამართალი
აქციის 5 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აუდიტორია 115“ -ის მიერ ორგანიზებული აქციის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 5 მონაწილე გულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. 

"მიმდინარე წლის 5 აპრილს, „აუდიტორია 115“ -ის მიერ ორგანიზებული აქციის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 5 წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

აქციის მონაწილეებმა ი. ჭავჭავაძის გამზირიდან შ.რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს. მიუხედავად პოლიციის  მოწოდებისა შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, ისინი არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი: 1992 წელს დაბადებული ც. ც., 1991. წელს დაბადებული კ. გ., 1993 წელს დაბადებული გ. ჟ ს. 1995 წელს დაბადებული ვ. ჩ და 1993 წელს დაბადებული კ. ა.  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics