22:47 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 16:49:50, 3655 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საზმაუმ იულია სკრიპალისა და მისი ბიძაშვილის სატელეფონო საუბარი გაასაჯაროვა

რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის შვილის, იულიასა და მისი ბიძაშვილი ვიქტორიას სატელეფონო საუბარი გაასაჯაროვა.

სატელეფონო საუბრის დროს იულია სკრიპალი ამბობს, რომ "ყველაფერი კარგადაა, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია და ყველა ცოცხალია".

დეიდაშვილის კითხვაზე - როგორია სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იულიამ აღნიშნა, რომ "ის ნორმალურადაა და სძინავს".

"ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მალე გამწერენ საავადმყოფოდან", - დასძინა იულია სკრიპალმა.

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა გადაცემის ბოლოს აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მას თავად ვიქტორია სკრიპალმა გადასცა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics