|
2018-04-03 21:37:55, 26786 ნახვა
სპეციალური ანონსი
4 აპრილის ანონსი
10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“ (სიფა) ერთობლივი კვლევის „საგამოძიებო სისტემის ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავენ. მის.: ორბელიანის ქ. #8/10 10:30 საათზე, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მის: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან). 11:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება უძრავი ქონების ბაზრის კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაოდგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრება. 11:00 საათზე - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 12:00 საათზე, თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საგრანტო ხელშეკრულებას გააფორმებს. დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს. მის.: თავისუფლების #2, თბილისის საკრებულო
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი პლენარული სხდომის შესვენების დროს- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ქუთაისი, სხდომათა დარბაზი N304 პლენარული სხდომის შესვენების დროს- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ქუთაისი, სხდომათა დარბაზი N307 13:30 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში უმასპინძლებს საჯარო კონფერენციას, თემაზე „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“. მის.: ნოდარ ბოხუას ქ. #19, იუსტიციის უმაღლესი სკოლა
16:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ზუგდიდში გამართავს საჯარო შეხვედრას სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრის მთავარი თემა იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებები და პრიორიტეტები ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი (ჯანაშიას ქ. N14)
18:00 საათზე, "თანასწორობის მოძრაობა" საჯარო პრეზენტაციას"ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო პარტნიორობა საქართველოში" გამართავს. მის.: ე. ნინოშვილის ქ.# 56 მის.: ინგოროყვას ქ. #19/ 9 აპრილის ქ. #5
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)