|
2018-03-22 20:16:13, 1870 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ორი წევრი აირჩიეს
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ორი პროკურორი წევრი აირჩიეს. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარის - საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ მოწვეული იქნა საქართველოს პროკურატურის კონფერენცია - პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომელიც ევროკავშირის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის" პროექტის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში" გაიმართა. კონფერენციაში მონაწილე საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა და გამომძიებლებმა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 7 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით ნდობა ორ პროკურორს - ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორს ივანე კაკალიას და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორს ნანა ხუნჯუას გამოუცხადეს. აღსანიშნავია, რომ საპროკურორო საბჭოს ორ პროკურორ წევრს - ნათია სონღულაშვილს და გიორგი გაბოძეს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, რადგან მათ დაიკავეს საპროკურორო საბჭოს წევრთან შეუთავსებელი თანამდებობა. პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-81 მუხლის - 31 პუნქტის შესაბამისად ,,ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ"–„ე" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება განახორციელოს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა". საპროკურორო საბჭოს 8 წევრს, რომელთა ¼ უნდა იყოს განსხვავებული სქესის, ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევა ხდება პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით: • 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან; • 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან; • 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან; • 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან. პროკურორებისგან და პროკურატურის გამომძიებლებისგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი 4 წლის ვადით აირჩევა; საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა.
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)