22:19 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 17:57:55, 1759 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში, საბაგიროების ელექტროსისტემას პრობლემა 11 მარტსაც შეექმნა

გუდაურში, საბაგიროებისთვის განკუთვნილ ელექტროსისტემას პრობლემა 11 მარტსაც შეექმნა.

მაშინ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესაბამისი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდა და საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა.

"ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი" საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა. დღეს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად ანაზღაურდება", - ეწერა კომპანიის მიერ 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

საბაგირომ მუშაობა 12 მარტს გააგრძელა. დღეს კი, ავარიული გაჩერების გამო, საძელეს საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, 10 მოქალაქე დაშავდა. მათგან 2 უკვე თბილისშია გადმოყვანილი, კიდევ 5 პირი დედაქალაქში რეანომობილებით გადმოჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics