14:57 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 18:12:28, 2219 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი, გერმანია და აშშ, რუსეთს ბრიტანეთის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებენ

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები რუსეთს გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ტერეზა მეი, ემანუელ მაკრონი, ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი, მოსკოვს მოუწოდებენ, ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხოს.

„სკრიპალის წინააღმდეგ გამოყენებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ევროპის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიყენეს. მსგავსი ქმედება ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან, კონვენციის დარღვევაა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ეს არის მუქარა თითოეული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, 4 ქვეყნის ლიდერები, მოითხოვენ, რომ რუსეთმა, მოწამვლის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერების დამზადების პროგრამის დეტალები გაასაჯაროოს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics