20:55 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 11:39:42, 2014 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ზუგდიდში დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრტელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გიორგი გირლიანმა აღნიშნა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, მოზარდმა ბევრი სისხლი დაკარგა.

"შემოყვანილი იქნა მოზარდი, გულმკერდში შემავალი ჭრილობით. სასწრაფო წესით გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე", - განაცხადა ექიმმა.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდი დაჭრეს. როგორც „ექსპრესნიუსს“  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics