15:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 15:10:33, 1436 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე მმართველ გუნდს: დროა გაიგოთ, რომ დემოკრატია ასე არ მუშაობს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელი უნდა იყოს და მხოლოდ ხალხის ნებას ემორჩილებოდეს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მმართველი გუნდი სხვანაირად ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდეს. დეპუტატმა თითვითმმართველობების მიმართ ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულების მაგალითად ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენები მოიყვანა, ასევე ამ კონტექსტში ისაუბრა 2012 წლის შემდგომ პროცესებზეც.

"გვესმის ლამაზი სიტყვები დეცენტრალიზაციაზე, რაღაც კონფერენცია ტარდება, ამ დროს, როგორც ჩანს, საბაზისო პრინციპების გაგების პრობლემა გაქვთ, როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, დაახლოებით იმ დონეზე ხართ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა რომ უთხრა გიგი უგულავას სუბორდინაცია დაიცავიო. ასე გგონიათ, სუბორდინაციის დაცვაა აუცილებელი და ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ემორჩილებოდეს აუცილებლად ხელისუფლებას. საბაზისო პრინციპი და ტესტი ადგილობრივი თვითმმართველობის არის, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და ხალხის ნებას უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ. ეს ყველაზე მეტად მაშინ იძერწება ხოლმე, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება არის განსხვავებული ცენტრალური ხელისუფლებისგან. ამის შანსი გქონდათ 2012 წელს, როცა არჩევნები მოიგეთ, შემდეგი ერთი ორი წელიწადი წინა ხელისუფლება უნდა დარჩენილიყო ადგილობრივ თვითმმართველობაში  და აქ გვახსენებდა ერთ-ერთი დეპუტატი, თურმე ჩვენ რას ვუშვებოდით ადრე ადგილობრივ თვითმმართველობას და თქვენ არ გახსოვთ რა უქენით?! ცეცხლით და მახვილით რომ შევარდით თვითმმართველობებში ურდოსავით, ხალხი გამოყარეთ კაბინეტებიდან და 2 წელი ვერ მოითმინეთ. იქამდე მიხვედით, რომ თბილისის მერი საერთოდ მოხსენით. ანტიკონსტიტუციური ქმედება ჩაიდინეთ. კარგი ის ერთი გასაგებია, რევოლუციური, თუ გამარჯვების ნაბახუსევი გქონდათ, მაგრამ ახლა იგივე გააკეთეთ ბორჯომში, სადაც ოპოზიციამ ჯამურად გაჯობათ. იმის მაგივრად რომ ამდგარიყავით და ამას შეგუებოდით, ჯერ ინიციატივით შემოხვედით, რომ მერის და სამსახურის უფროსის ხელფასები გაგეზარდათ და როცა ამაზე ლეგიტიმური უარი მიიღეთ, თქვენი აქტივისტები მიუსიეთ. უმრავლესობამ გაფიცვა გამოაცხადა, ეს საერათოდ გაუგონარი რაღაც იყო.

ნაცვლად იმისა, რომ ასეთი ლამაზი სიტყვები ისროლოთ და რიხიანად ისაუბროთ თვითმმართველობაზე, დრო არის იმისა, რომ გაიგოთ, დემოკრატია ასე არ მუშაობს.თუ აგებთ არვევნებს, მაშინ არჩევნების წაგება უნდა მიიღოთ ღირსეულად",-აღნიშნა კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics