04:45 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 12:44:55, 379 ნახვა

საზოგადოება
5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე კონკურსი ცხადდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე კონკურსს აცხადებს.

არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ  და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ დღეს არქიტექტორებს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

ბაგა-ბაღების ასაშენებლად განკუთვნილი ტერიტორიები სააგენტოში შესული მოთხოვნების საფუძველზე შეირჩა. 

„მოვიწვიერთ არქიტექტორები, რათა გავაცნოთ საკონკურსო პირობები. გავაცანით ის 5 ობიექტი, რომელზეც კონკურსია გამოცხადებული. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბევრმა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. ველოდებით, რომ ბევრი ნამუშევარი შემოვა და საუკეთესო პროექტი შეირჩევა“, - განაცხადა ნინო ღოღობერიძემ. 

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თემურ თორდინავას თქმით,  კონკურსანტებმა ერთ თვეში უნდა წარადგინონ ესკიზური პროექტი და მისი განხილვის შემდეგ გამარჯვებული არქიტექტორი ან არქიტექტორთა ჯგუფი მოამზადებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რის შემდეგაც სატენდერო წინადადებების მომზადება დაიწყება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics