12:09 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 16:58:56, 2434 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: არ ვაპირებთ ვინმესთვის რამის წართმევას, ჩვენ ისედაც ყველაფერი გვაქვს

„ჩვენს გეგმაში არ შედის, რომ ვინმეს წინააღმდეგ გამოვცადოთ სამხედრო პოტენციალი. არ ვაპირებთ ვინმესთვის რამის წართმევას, რადგან ისედაც ყველაფერი გვაქვს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ სხდომაზე განაცხადა.

მან რუსეთის ეკონომიკაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, განათლების სისტემაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ისაუბრა.

პუტინმა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით რუსეთის მთავარი მტერი ჩამორჩენაა.

„საქმე ის კი არ არის, რომ ვიღაცა მოვა, ჩვენს მიწებს მიიტაცებს და ააოხრებს.  ჩვენი მთავარი საფრთხე და მტერი ჩამორჩენაა. თუ ჩვენ ამ სიტუაციას ვერ გავუმკლავდებით, ის უფრო გამძაფრდება. ეს რთული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ნელ-ნელა  ორგანიზმს ანადგურებს“, - განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, მან რუსეთში სიღარიბის მზარდი სტატისტიკის მიზეზად დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები დაასახელა. პუტინმა  განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა სანქციებმა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რის შედეგადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა.

რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში პირობა დადო, რომ უახლოეს 6 წელიწადში ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ცნობისთვის, რუსეთში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში პრეზიდენტობის რვა კანდიდატი მონაწილეობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics