13:31 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 16:23:33, 1544 ნახვა

საზოგადოება
სკოლების ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი სამართავად თვითმმართველობებს გადაეცემა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი, ბიუჯეტის მართვა, განათლების სამინისტროს ნაცვლად, დელეგირებული იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებზე.

ჩხენკელის თქმით, განათლების სამინისტრო მხოლოდ მონიტორინგს განახორციელებს, რომელიც სტანდარტების დაკმაყოფილებას შეეხება.

"ახალი მიდგომის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი, ასევე არსებული სკოლების რეაბილიტაციისა და რემონტის პროცესი დელეგირებული იქნება უკვე ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ისინი იქნებიან წამმართავი ამ პროცესის. ჩვენ დავდებთ ხელშეკრულებას, სადაც განთლების სამინისტრო მოაწერს ხელს და ასევე რეგიონული განვითარების სამინისტრო და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ეს პროცესი გაგრძელდება უკვე მათი კურირებით. რასაკვირველია ჩვენ ჩართული ვიქნებით ამ პროცესში იმ თვალსაზრისით, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით კონტროლი, რასაკვირველია, განათლების სამინისტროს ექნება. ამის მიზანი არის დეცენტრალიზაცია და ლოგიკურია, რომ ადგილობრივ სოფლებსა თუ ქალაქებში მუნიციპალიტეტები აგებენ პასუხს და ასევე წარმართავენ პროცესს, თუ სად უნდა აშენდეს ახალი სკოლები, როგორ უნდა წარიმართოს რეაბილიტაციის და რემონტის პროცესი და ა.შ პროცესი ამოქმედდება, როგორც კი ხელშეკრულებას მოეწერება ხელი",-განაცხადა ჩხენკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics