13:30 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 10:36:22, 1541 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან თბილისის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ

დღეიდან თბილისის 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანები მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ.

თბილისის მერის მაია ბითაძის განცხადებით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლას მოახდენენ.

მაია ბითაძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა ნარჩენები, 20:00 საათის შემდეგ მოიშორონ.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, ბაზალეთის, ერისთავის, ნაფარეულის, ბარნოვის, არაყიშვილის, ტაბიძის, რადიანის, მცხეთის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ატენის, რაზმაძის, ელიავას, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ქობულეთის, ჩოლოყაშვილის, რამიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, აბულაძის, მარაბდის, მოსეშვილის, დარიალისა და კეკელიძის ქუჩებზე განხორციელდება.

"აღნიშნული საპილოტე პროექტის მთავარი მიზანი საცობებისგან  ქალაქის მაქსიმალურად განტვირთვა და ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობაა. აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს ძალიან ვთხოვთ, რომ მერიას ამ პროექტის განხორციელებაში მხარში ამოუდგეს და მაქსიმალურად შეეცადოს, ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანოს, რათა აღნიშნული პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics