|
2015-05-17 10:20:40, 415 ნახვა
საზოგადოება
შსს აკადემია საქართველოს სუპერლიგის ფინალშია
შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთის გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია კლუბ "ბათუმ“-ს საერთო ანგარიშით 3-0 მოუგო. ფინალურ ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტი მესამე მატჩი გამოდგა, რომელიც ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართა. შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როდესაც შსს-ს გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა მეტოქე ანგარიშით 76-74 დაამარცხა. დღევანდელ შეხვედრაში „შსს აკადემიის“ გუნდში საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, გიორგი შარაბიძემ 19 ქულის მოპოვება შეძლო, ასევე ლიდერის პოზიციაზე ბექა ჩიკვილაძე 14 ქულით აღმოჩნდა. მომავალი კვირიდან სუპერლიგის ფინალური შეხვედრები გაიმართება. შსს-ს გუნდი „რუსთავს“ და „დინამოს“ შორის გამარჯვებულს შეერკინება. „შსს აკადემია“-ს კალათბურთელებს შორის საქართველოს ნაკრების 5 მოთამაშეა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში ამავე დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. „შსს აკადემიას“ აქტივებში 2013 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულია, წელს კი ისინი ზურაბ საკანდელიძე- მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)