02:18 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 12:43:36, 2100 ნახვა

სამართალი
წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის ჯარიმა იზრდება.

კერძოდ კი, წვრილმანი ხულიგნობა 100 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს 500 ლარიდან 1 000 ლარამდე დაჯარიმებას. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ასევე შესაძლოა გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

წვრილმანი ხულიგნობა კანონში განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ეს 1000-დან 4000 ლარამდე დაჯარიმას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედება 250-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებდა. აღნიშნული ქმედებისთვის ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზანია, სახელმწიფოს წარმომადგენლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შემცირება სანქციების გაზრდის გზით, ასევე მოქალაქეთა კანონმორჩილების ხარისხის გაზრდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics