02:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 19:11:05, 2237 ნახვა

სამართალი
თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა.

როგორც ოტიაშვილმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

"ნამდვილად არ არის მის მიერ მოკლული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან შეყვარებული იყო - ღამის 4 საათამდე ემესიჯებოდა, სწორედ ამიტომ გაუჩნდა გამოძიებას ეჭვი. შემდეგ ალბათ ზარებიც იყო", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

ცნობისთვის, ლადო გრიგალაშვილს თემკის დასახლებაში 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნული ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 21 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. უწყების ცნობით, ეს გოგონას ყოფილი შეყვარებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics