02:18 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 20:18:02, 2045 ნახვა

სამართალი
შსს: თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, - ამის შესახებ უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

როგორც ჭელიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა,  თბილისის პოლიციის სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით თავის მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებულებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს აქტიურად განაგრძობს დანაშაულთან ბრძოლას და ამ პროცესში ვიქნებით უკომპრომისო და შაურიგებლები", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics