11:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 12:11:11, 1522 ნახვა

კომენტარი
ქეთი ალექსიძე: გვაქვს შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან, კოპენჰაგენი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა

რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო, საავიაციო ფორუმი #CONNECT2018, რომელმაც თბილისში ავიაციის სფეროს 500 ზე მეტი დელეგატი შეკრიბა, დღეს სრულდება.

სასტუმრო „ბილტმორში“ პრეზენტაცია ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ,,რაინეარის“მიმართულებების განვითარების დირექტორმა ნილ ო კონერი გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო საინტერესო მიმართულებაა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ავიაკომპანიებთან შეხვედრები დღესაც გრძელდება და საინტერესო წინადადებები განიხილება. მათ შორის სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით.

,,დღეს რეალურად გრძელდება ორმხრივი შეხვედრები და გრზელდება ავიაკომპანიების ბრიფინგები. საკმაოდ ბევრ ავიაკომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს ავიაკომპანიების მიმართ. დღეს გვაქვს კიდევ ერთი შეხვედრა ამავე სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან. კოპპენჰაგენი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება. ამავე კომპანიას აქვს ინტერესი ფრენების განხორციელებაზე. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ აღნიშნული მოვარგოთ მათ გრაფიკებსა და შესაძლებლობებს. ასევე ვსაუბრობთ რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორისაა ამსტერედამი და ესპანეთის ქალაქები,-“განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მესამე დღეა გრძელდება, ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტიწარმომადგენელი მონაწილეობს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics