11:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:25:38, 1844 ნახვა

კომენტარი
ბექა ოდიშარია: დღეს ვეტო უნდა დაიძლიოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი შანსი მიეცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ვეტოს დაძლევა მმართველი გუნდის თვითმიზანი არ არის.

თუმცა, ოდიშარის განმარტებით, ვერ მოისმინა რეალური არგუმენტები, რატომაც შემოთავაზებული ცვლილებები ძალაში არ უნდა შევიდეს. ამიტომ, ოდიშარია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს:

„გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ავითარებს ისეთ ლოგიკას, როდესაც ვქმნით რაღაცა მტრის ხატს იმისგან, რომ შეიძლება საერთო საზოგადოებრივი ქონება, რომელიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლი, მისი გაძლიერება დაიხატოს აპოკალიპტურ ფერებში და ამას დავუპირისპიროთ ღირებული, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა კერძო ბიზნესად არსებული სხვადასხვა მედიასაშუალებები, რომელთა დემოკრატიულ გარემოში მოღვაწეობის ერთ-ერთ გარანტად, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე, მართალც მიმაჩნია დღევანდელი ხელისუფლება. ქალბატონმა ანამ მხოლოდ ისლანდია ახსენა და არა ის დანარჩენი ოთხათეულზე მეტი ქვეყანა, რომელიც ნახსენებია ევროპის მაწუყებელთა კავშირის ანგარიშში და რომელიც  ზურგს უმყარებს წარმოდგენილ ცვლილებებს. აქ იკითხება რაღაც შეტევა მაუწყებელზე, როგორც კონკურენტზე. ვფიქრობ,  რომ არ იყოს საუბარი რეკლამაზე, კომერციულ საქმიანობაზე, მაშინ ასეთივე წარმატებით დააყენებდნენ საკითხს დაფინანსებაზე. გაუგებარია პოლიტიკური განცხადებები და გრძნობებით სავსე რაღაც ლოზუნგები, როდესაც შემოთავზებული ცვლილებები საპირისპიროა. არასოდეს ყოფილა ჩემი და ჩემი კოლეგების თვითმიზანი ვეტოს დაძლევა, მიმაჩნია, რომ დღეს  ვეტო უნდა დაიძლიოს და მაუწყებელს  ახალი შანსი მიეცეს“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics