10:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 15:15:01, 725 ნახვა

ეკონომიკა
თერჯოლაში 2 წელიწადში ცემენტისა და ხელოვნური ქვის საწარმო ამუშავდება

თერჯოლაში 2 წელიწადში ცემენტისა და  ხელოვნური ქვის საწარმო ამუშავდება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად კიდევ ერთ საწარმოს გადაეცა -   საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „საქმილსადენმშენმა“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში მიიღო თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 16 819.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის  საბაზრო ღირებულებაც 84 100 ლარია. სანაცვლოდ კომპანია ააშენებს ცემენტის ან ხელოვნური ქვის ნაწარმის საწარმოს და  პროდუქციის გამოშვებას არაუმეტეს 2  წლის ვადაში.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საწარმოს შესაქმნელად 336 400 ლარის ინვესტიციის  განხორციელება და 25 ადამიანის დასაქმება იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics