11:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 15:54:39, 2644 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი: რუსეთისგან საფრთხის არსებობის შესახებ მსოფლიო ლიდერების განცხადებები საღ აზრს მოკლებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებით, რუსეთის მხრიდან საფრთხის არსებობის შესახებ მსოფლიო ლიდერების განცხადებები ირაციონალურია.

ამის შესახებ ლავროვმა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის ბრალდებები აზრს მოკლებულია და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნებს რუსეთის არ ესმით.

"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირმა ვერ შეძლო "ოქროს შუალედის" პოვნა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. 1990-იან წლებში არსებობდა მოსაზრება, რომ რუსეთი დასავლურ აზროვნებაზე და სტანდარტებზე უნდა გადმოებირებინათ. ამ ეტაპზე პოპულარულია ირაციონალური მითი "რუსეთის ყოვლისშემძლე საშიშროების" შესახებ, რის კვალსაც ყველგან ეძებენ - დაწყებული Brexit-ით დამთავრებული კატალონიის რეფერენდუმით. ორივე სტერეოტიპი მხოლოდ შეცდომაა, არის საღ აზრს მოკლებული და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი არ ესმით", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics