00:18 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 19:30:05, 1864 ნახვა

საზოგადოება
ხმალაძე: თბილისის მერიას მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს

თბილისის თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის  შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მკურნალობის ყველა ხარჯი სრულად აუნაზღაურდება.

მისი თქმით, თბილისის მერიას დაზარალებულთა მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს.

„ჩვენ მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაგვიმიჯნავს. რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ სრულად დავფარავთ იმ საჭირო ხარჯებს, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ესაჭიროებათ. ყველა ის ხარჯი, რომელიც მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთანაა დაკავშირებული და რომელიც საყოველთაო დაზღვევით არ დაიფარება, თბილისის მერიის მიერ ანაზღაურდება. სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ყველა დაზარალებულს სათითაოდ, პირადად დაუკავშირდნენ და დღესდღეობით, ამის პრობლემა არ დგას. ვისაც საკუთარი ხარჯები აქვს გაწეული, მის კომპენსირებას მოვახდენთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუწევია, სამედიცინო დაწესებულებებში ანაზღაურებას ჩვენ თავად მოვახდენთ. ხარჯებს, რომელიც დაზარალებულებს მედიკამენტებისთვის სჭირდებათ, საკუთარ ანგარიშებზე, პირადად დავურიცხავთ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამ ეტაპზე, სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულებისა და ექსპერტების დასკვნის შემდეგ, მომხდარ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics