|
2015-05-14 12:43:36, 399 ნახვა
საზოგადოება
New Hospitals-მაყაზახეთში გამართულ სამედიცინო ტურიზმის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ნიუ ჰოსპიტალსი პირველი ქართული კლინიკაა, რომელმაც ყაზახეთში გამართულ ჯანდაცვის საერთაშორისო გამოფენა KIHE 2015-ში მიიღო მონაწილეობა. ეს ღონისძიება ტრადიციულია და შუა აზიაში ჯანდაცვის ყველაზე დიდ ფორუმად ითვლება. მისი დიდი ნაწილი საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმს ეძღვნება. ნიუ ჰოსპიტალსმა შუა აზიის ქვეყნების მთავრობებისა და კერძო კომპანიების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ნიუ ჰოსპიტალსის სტენდს პირადად ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „მოხარული ვართ, რომ ამ გამოფენაზე მიგვიწვიეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ნიუ ჰოსპიტალსში შუა აზიიდან პაციენტების ნაკადი. ჩვენი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური ექიმები ძალიან პოპულარულები არიან ამ რეგიონში და ამიტომ ინტერესიც შესაბამისად დიდია. სამედიცინო ტურიზმის მხრივ ნიუ ჰოსპიტალსი ერთ-ერთი მოწინავეა და გამოფენაზე ასეთი დიდი ინტერესიც სწორედ ამის გამოა,“ - აცხადებენ ნიუ ჰოსპიტალსში. ნიუ ჰოსპიტალსი PSP ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და 700-მდე თანამშრომლითდა 150 საწოლიანი სტაციონარით ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებად ითვლება, რომლის პაციენტებიც არამარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)