02:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 16:03:02, 1661 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: საქართველოში ქურდული მენტალიტეტი ფეხს ვეღარასოდეს მოიკიდებს

საქართველოს პრემიერმა  გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ასევე დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც, რაც პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

„შსს-ში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი, გიორგი გახარიას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პროცესში, ეს ცვლილებები და სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას, ეს არის კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, საზღვრის დაცვა, უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის გაძლიერება, ქვეითი პატრულის გაძლიერება და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯები შედეგს აუცილებლად გამოიღებს ქვეყანაში უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით და ჩვენი მოქალაქეების დაცულობის კუთხით”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის შეფასებით, შსს  დღეს გახსნილი უწყებაა, რასაც მიესალმება. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„მთლიანობაში მინდა, აღვნიშნო და დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი, ეს გამორიცხულია, და ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული და დაუნდობელი ასევე, ვინაიდან ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics