15:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 11:08:56, 1701 ნახვა

სამართალი
მოზარდების დაჭრისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, მოზარდების დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, დაკავებულმა  ურთიერთშელაპარაკებისას 2 ყოფილ თანაკლასელს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა მიაყენა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics