|
2018-01-26 18:42:43, 1610 ნახვა
კომენტარი
ჩიხრაძე: კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ „დღეს კიდევ ერთხელ იხილეს მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა“ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. ჩიხრაძის თქმით, სამწუხაროა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტში. ,,სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვისმენთ იმ ადამიანისაგან, რომლის ავტორობითაც მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და პრაქტიკულად მეორე დღესვე, თავად დაიწყო მიღებული ცვლილებების ჩასწორება. დღესაც ის ესაუბრებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმაზე, რომ თურმე მიღებული კანონის შემდეგ, რომელსაც ამდენი ვნებათაღლევა მოჰყვა მიღების პროცესში, ახლა უნდა დაიწყოს გამოთვლები, არგუმენტების აწონდაწონა და ისე უნდა იქნას გადაყვეტილებები მიღებული, რაც თავის დროზე უნდა გაკეტებულიყო და არა პოსტ ფაქტუმ. ძალიან სამწუხაროა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირისაგან, ჩვენ პერმანენტულად, ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ვისმენთ ასეთ უარგუმენტო, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ განცხადებებს. დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე მმართველი პარტიის ინტერესი არ არის მიღებული კანონების საფუძველზე, რა ვითარება შეიქმნება, მედიაბაზარზე და მას ავიწყდება, რომ მმართველი პარტიის ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს სახელომწიფოს ინტერესზე და სახელმწიფოს ინტერესია ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს დაბალანსებული მედიაბაზარი, არ ზარალდებოდეს მედიამრავალფეროვნება, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელიც" იყოს ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილი, მაგრამ ეს არ უშლიდეს ხელს სხვა მედიასაშუალებების განვითარებაში", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. შეგახსენებთ, დღეს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უარგუმენტოა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტში ფაქტობრივი უზუსტობებია. კერძოდ, მისი განმარტებით, შენიშვნებში წერია, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდული და კლებადია, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი პირიქით, მზარდია: „მაგალითად ნათქვამია, საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდულია და ამავე დროს კლებადი. შეზღუდული რას ნიშნავს ეს ცალკე თემაა, მაგრამ კლებას რაც შეეხება, ჩვენ მოვიძიეთ დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა კლებადი საქართველოს სარეკლამო ბაზარი, აღმოჩნდა რომ სარეკლამო ბაზარი საქართველოში კლებადი არ არის. ვეტოს ვკითხულობთ, 0 არგუმენტია წარმოდგენილი, რაღაც ცუდია, მაგრამ რატომ არის ცუდი ეს დასაბუთებული არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ პარლამენტს პრეზიდენტს ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)