|
2015-05-13 15:36:04, 535 ნახვა
საზოგადოება
უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირში „დინამოს“ გამარჯვებას გამოფენა მიეძღვნა
1980-1981 წლების სეზონის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირში თბილისის „დინამოს“ გამარჯვებას ეროვნულ არქივში გამოფენა მიეძღვნა. ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა, ქართული ფეხბურთისათვის ამ მნიშვნელოვან თარიღზე სიტყვით გამოვიდნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, „დინამოს“ მაშინდელი კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. გამოფენას ეწვივნენ ვეტერანი ფეხბურთელები, რომელთაც საიბილეო პოსტერზე ხელმოწერები დატოვეს. ექსპოზიციაზე „1981 წლის 13 მაისი - თბილისის „დინამო“ უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მფლობელი“ წარმოდგენილია ტურნირის მატჩების, მათ შორის ფინალის ამსახველი ფოტოები, „დინამოს“ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შარჟები, საგაზეთო პუბლიკაციები, რომელიც ამ გამარჯვებას მიეძღვნა, ასევე, ბურთი, რომლითაც ტურნირის ფინალი ითამაშეს და თასის ასლი, რომელიც ქართველებმა იენას „კარლ ცაისთან“ ფინალური მატჩის მოგებით დაიმსახურეს. გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს ტურნირის მატჩების კინოკადრები. გამოფენა ორგანიზებულია ეროვნული არქივისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ. ექსპოზიცია 22 მაისამდე გაგრძლდება. დასწრება თავისუფალია.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)