2018-01-17 19:11:56, 2563 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიადაზე საერთო დროშით გამოვლენ
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური ნაკრებები ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ. ინფორმაციას BBC ავცელებს.
ამის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, გახსნის ცერემონიალზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი სპორტსმენები თეთრი დროშით გამოვლენ, რომელზეც ლურჯი ფერით კორეის ნახევარკუნძულის სილუეტი იქნება გამოსახული და გაერთიანების იდეის მატარებელი იქნება.
ამასთანავე, მხარეები ჰოკეიში ქალების საერთო გუნდის შექმნაზეც შეთანხმდნენ.
სულ ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური ნაკრები 150 წევრისგან შედგება. ისინი სამხრეთ კორეაში 1 თებერვალს გაემგზავრებიან. თამაშებს კი ჩრდილოეთ კორეიდან 230-მდე გულშემატკივარი და მედიაწარმომადგენელიც დაესწრება.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-იდან 25 თებერვლამდე სამხრეთ კორეაში გაიმართება.
ავტორი: ,