2018-01-17 10:56:45, 2355 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ელჩი: უკრაინა თავდაცვით ლეტალურ იარაღს უფასოდ მიიღებს
აშშ-ის ელჩმა უკრაინაში მარი იოვანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკისგან 41,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ თავდაცვით იარაღს, რომლის მიწოდებაზეც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, უფასოდ მიიღებს. ინფორმაციას gordonua ავრცელებს.
„გასულ წელს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი საშუალებების მიწოდების შესახებ. ამ დროისთვის, ცნობილი არაა თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ჩვენ გვაქვს გარკვეული პროცედურები ამ გადაწყვეტილებების რეალიზაციისთვის. ინფორმაცია კონგრესს უნდა მივაწოდოთ და მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება მისი რეალიზება“,- განაცხადა იოვანოვიჩმა.
ელჩის განცხადებით, უკრაინა ამ შეიარაღებას აბსოლუტურად უფასოდ მიიღებს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 21 დეკემბერს მიიღო.
ავტორი: ,