15:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 13:07:53, 2343 ნახვა

საზოგადოება
„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი აქაურობას” - პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან

პანკისში, თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან.

დუისის მოსახლეობა იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მაჩალიკაშვილს ესროლა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და მას გაუფრთხილებლად ესროლეს. მათივე თქმით, დაჭრის შემდეგ, 19 წლის ახალგაზრდა საავადნყოფოში 4 საათში გადაიყვანეს.

„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი აქაურობას, მაინც წაგვიკიდა ცეცხლი. ერთად ამოგვწვან, გომელაურს გადაეცით. რა გამიკეთეს, როგორ გამიქრეს ბავშვი“, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა, დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics