00:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 19:28:33, 1856 ნახვა

სამართალი
პროკურორის განმარტებით, საუბარია არა სხვა დაჭრილ პირებზე, არამედ მათზე, ვისაც დაზიანებები აქვთ მიყენებული

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განმარტებით, საქმეში ფიგურირებენ არა სხვა დაჭრილი პირები, არამედ ისინი, ვისაც დაზიანებები აქვთ მიყენებული.

"დაჭრილი პირი - არ მიხსენებია. საუბარია დაზიანებებზე. სხვა პიროვნებებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა და დადგენილია, რა სახის დაზიანებები აქვთ. მნიშვნელოვან დაზიანებებზე საუბარი არ არის", - აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიაყენა ხსენებულ პირებს დაზიანება, აღნიშნულის დადგენის მიზნით, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა ხვალ, 15:00 საათზე, გაგრძელდება.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics