13:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-07 17:22:43, 2447 ნახვა

საზოგადოება
საშობაო მსვლელობა დასრულდა

საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ალილოს მონაწილეებმა და სასულიერო პირებმა ტაძარში მაცხოვრის შობის ხატი შეაბრძანეს.

ცნობისთვის, მსვლელობა დღეს ვარდების მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობა საპატრიარქოს წარმომადგენლება, სტიქაროსნებმა და მრევლმა მიიღეს. ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ და მათ ტკბილეულობასა და სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics