12:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 12:27:53, 2175 ნახვა

საზოგადოება
ექიმი: თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

„პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა“, - ამის შესახებ ექიმმა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პაციენტის მდომარება კვლავ უკიდურესად მძიმეა. გასული დღე  ღამის განმავლობაში  რაიმე მკვეთრი გაუარესება არ დაფიქსირებულა. მცირეოდენი სტაბილიზაცია მიღწეულია“,-განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება კონსილიუმს, ლურსმანაშვილის თქმით,  გუშინ საღამოს იყო სატელეფონო კომუნიკაცია  კონსილიუმში მონაწილე ექიმებს შორის.

„ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძებს კლინიკას.  როგორც კი მოიძებნება რომელიმე დაწესებულება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვინც თანახმა იქნება  პაციენტის მისაღებად  ჩვენ გადავუგზავნით დამატებით ბოლო დოკუმენტაციას  და დაველოდებით პასუხს სამედიცინო დაწესებულებიდან. ამის შემდეგ დადგება გადაყვანის საკითხი“, - აღნიშნა ლურსმანაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics