02:14 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 13:07:56, 360 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 43% სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის 2015 წლის აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ მოქალაქეებს  თავისუფლად შეუძლიათ აზრის  გამოხატვა, 37% ნაწილობრივ ეთანხმება,  12% ნაწილობრივ არ ეთანხმება,  4% საერთოდ არ ეთანხმება.
ამასთან, გამოკითხულთა 31% სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ  მთავრობამ უნდა შეზღუდოს ისეთი ენის გამოყენება, რომელიც შესაძლოა  შეურაცხმყოფელი იყოს გარკვეული ჯგუფებისთვის, 34% ნაწილობრივ  ეთანხმება, 14%ნაწილობრივ არ ეთანხმება, 7% საერთოდ არ ეთანხმება, 14%-მა არ იცის.
გამოკითხულთა 19% კი, სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თქვან და დაწერონ ის, რაც სურთ, მიუხედავად იმისა, შეურაცხმყოფელია თუ არა ეს გარკვეული  ჯგუფებისთვის. 27% ამბობს, რომ ნაწილობრივ ეთანხმება, 24% ნაწილობრივ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 19% საერთოდ არ ეთახნმება, 11%-მა არ იცის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics