|
2017-12-25 15:09:47, 1962 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრის მოადგილემ საპოლიციო კონტროლის დაწყების მიზეზები განმარტა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საპოლიციო კონტროლის დაწყების მიზეზები განმარტა. როგორც მან “TV პირველის“ ეთერში განაცხადა, შსს-ს ჰქონდა გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ცალკეულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩადენის ფაქტები იგეგმებოდა. „თუ რატომ დავიწყეთ საპოლიციო კონტროლი, მოგახსენებთ ყველაფერს ქრონოლოგიურად: ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს კარგად ვაცნობიერებთ, იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოგეხსენებათ, დადო პირობა, რომ სტატისტიკის გამოქვეყნება მოხდება ყოველკვარტლურად, ყოველთვიურად - ეს იქნება როგორც ზოგადი სტატისტიკა, ასევე, ჩაშლილი სტატისტიკა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ და პირობას ვდებთ, რომ ეს ასე იქნება. რაც შეეხება საპოლიციო კონტროლს: მოგეხსენებათ ახალი წლის წინა პერიოდია. ზოგადად ჩვენ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ახალი წლის წინა პერიოდში დანაშაულის მატება ფიქსირდება ხოლმე. ჩვენ ვაცნობიერებთ , რომ საპოლიციო კონტროლი არ არის დანაშაულის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება, თუმცა ვაცნობიერებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი დანაშაულის პრევენციის კუთხით და არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციის კუთხით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ცალკეულ ტერიტორიებზე იგეგმებოდა დანაშაულის ჩადენის ფაქტები. შესაბამისად, ამ ეტაპზე იმისთვის, რომ წინასაახალწლოდ დანაშაულის პრევენცია მოგვეხდინა და საზოგადოების წევრების უსაფრთხოება, უზრუნველეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს საპოლიციო კონტროლი უნდა დაგვეწყო. ახლა, რას გულისხმობს საპოლიციო კონტროლი: ყველა პოლიციელმა, რომელიც ამაში მონაწილეობას იღებს, დეტალური ინსტრუქტაჟი მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შესულიყო კონტაქტში მოქალაქესთან და ამას პოლიციელები ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ ათასობით ადამიანი შეაჩერა პოლიციამ კანონით გათვალისწინებული წესით და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა მოქალაქეების გარკვეული პრეტენზიები პოლიციელების მიმართ, მათ შორის ერთ-ერთი არის ზვიად რატიანის ფაქტიც. ის, რომ ეს საპოლიციო კონტროლი იყო დროული და საჭირო, სწორედ დღეს და ახლა, ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რაც ჩვენ დავდეთ. მოგეხსენებათ, 127 პირია დაკავებული. ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო კონტროლის შედეგად 127 პირი დააკავა.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)