08:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 10:20:51, 1646 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„დასავლეთ ქრისტიანული სამყაროს დიდ ნაწილს ვულოცავ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მაცხოვრის შობა არის განწმენდის, ხსნისა და განახლების სიმბოლო და საწყისი ახალი, ნათელი ცხოვრებისა. ესაა დღესასწაული, რომელიც გამორჩეულია ყველა ქრისტიანისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი ხალხისთვის, რადგან ქრისტიანობა ქართველი ერის ჩამოყალიბების ფუნდამენტად იქცა.

 საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ყველას, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ზეიმობს. მშვიდობიან, წარმატებულ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!“,-ნათქვამია ირაკლი კობახიძის მისალოც წერილში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics