|
2017-12-24 10:12:43, 1937 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა" ქართული დემოკრატიისთვის რისკ-ფაქტორი აღარ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" ქართული დემოკრატიისთვის რისკ-ფაქტორი აღარ არის. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, დღეს ყოფილი მმართველი პარტია პარლამენტში 6 დეპუტატითაა წარმოდგენილი და ამ რესურსის ფარგლებში, პარტიას საპარლამენტო ცხოვრებაში სრული შესაძლებლობა აქვს. „2016 წლამდე, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა" რჩებოდა რისკ-ფაქტორად ქართული დემოკრატიისთვის. ეს იყო მოცემულობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ჩვენ მივეცით ძალიან კონკრეტული ამოცანა ჩვენს ამომრჩეველს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აღარ იქნებოდა რისკ-ფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პირნათლად შევასრულეთ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ამ მოცემულობას ვეღარავინ ვეღარ შეცვლის. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა" არის უკვე მცირე პარტია, რომელიც წარმოდგენილია 6 დეპუტატით საქართველოს პარლამენტში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, ეს არის მიღწევა, რომელიც არის „ქართული ოცნების" დამსახურება, ეს არის დაპირება, რომელიც ჩვენ პირნათლად შევასრულეთ. ამ ვითარებაში, ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩავრთოთ თითოეული სუბიექტი, თითოეულ სუბიექტთან გვქონდეს სათანადო კომუნიკაცია, სათანადო თანამშრომლობა და სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ საპარლამენტო ცხოვრება წარიმართება ნორმალურ რეჟიმში, სწორ და კონსტრუქციულ რეჟიმში და ასეთი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ. მცირე როლი აქვს დღეს პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას" მიკუთვნებული, ის არის წარმოდგენილი 6 დეპუტატით. ამ რესურსის ფარლებში, „ნაციონალურ მოძრაობას" ექნება სრული შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც არის ჩვენი ამოცანა, რაც არის პარლამენტის თავმჯდომარის კონსტიტუციური ფუნქცია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას მიცეს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა",- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)