12:09 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 11:00:18, 1665 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდის პრობლემა გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით,  არასრულწლოვნებს შორის ძალადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

როგორც გახარიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, არასრულწლოვანთა კოდექსმა გარკვეული შედეგები მოიტანა, თუმცა,  მისივე  განმარტებით, სახეზეა 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდა და ეს განსაკუთრებით  ქურდობას ეხება:

„ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ბოლო კვირეების დროს ჩვენის აზოგადოება აღმოჩნდა და რამაც  ხაზგასმით დაგვანახა ეს პრობლემა, რომელსაც შევხვდით, ეს გახლავთ არასრულწლოვნებს შორის ძალადობის გამოვლენის მომენტი. არასრულწლოვანთა კოდექსმა გარკვეული შედეგები გამოიღო, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ  ის პრობლემები, როგორიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწოვნებში დანაშაულის ზრდა.განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიცაა ქურდობა.რეალურად  ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდგომ ჩვენ საკმაოდ კონცენტრირებულად ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად და როგორც ჩანს, არის გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური  პრობლემები, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. გარკვეულ რეფორმირებას ეფექტურობის ზრდის მიზნით საჭიროებს მანდატურის სამსახური.ინსტიტუციონალურად მისი დაქვემებდარება უნდა იყოს განათლების სამინისტრო და არა სკოლა. უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის, ვერ მუშაობს ეფექტურად რეფერირების სისტემა. არადა ეს არის ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს იმ არასრულწოოვნებზე, რომელთა რესოციალიზაციაც არის საჭირო უმოკლეს ვადაში. 2010 წლის შემდეგ, როცა ეს რეფერირება შეიქმნა, მიმართვა ამ კომისიაში იყო მხოლოდ 39 დაფიქსირებული. ნახევარი იყო ოჯახის წევრების მიერ. სკოლა-პანსიონების სისტემა, რომელიც ფაქტობრივად მოშლილია დღეს ქვეყანაში და ფუქნციონირებს მხოლოდ ერთადერთი სამტრედიაში, ეს კომპონენტიც განათლების სამინისტროსთან ერთად საჭიროებს გარდაქმნას“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics